დასავლეთ საქართველოში ასეულობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დიდთოვლობით დაზიანებული ელექტროსადენების შესაკეთებლად სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
არჩილ ხაბაძის შეფასებით, კონკრეტულად აჭარას სერიოზული ზიანი არ განუცდია.
ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში თოვა ისევ გრძელდება.