06 იანვარი 2026,   22:54
ვრცლად
"ფილიპ მორის საქართველო" მის მიერ წაროებული სიგარეტების ფასის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფილიპ მორის საქართველო მის მიერ წაროებული სიგარეტების ფასის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თამბაქოს გაძვირებაზე და შექმნილ დეფიციტზე განმარტებას აკეთებს.

"შპს ფილიპ მორის საქართველოს პროდუქციაზე (მათ შორის MARLBORO და PARLIAMENT) ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფილიპ მორის საქართველოს სურს განმარტოს, რომ მას სავაჭრო ქსელში ფასები არ გაუზრდია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. შესაბამისად, ფილიპ მორის საქართველო ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ფილიპ მორის საქართველოს პროდუქციაზე ბოლო დროს მომხდარი ფასების ზრდა არ უკავშირდება 1 იანვრიდან გაზრდილ აქციზის გადასახადს. სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და ფილიპ მორის საქართველოს არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში.

"ვწუხვართ, რომ ჩვენი პროდუქციის სრულწლოვანი მომხმარებლები დროებით მოექცნენ შექმნილი გარემოებების ზეგავლენის ქვეშ და რომ ჩვენი საცალოდ მოვაჭრე პარტნიორები აღმოჩდნენ პროდუქციის საკმარისი მარაგების გარეშე.

"მარაგების დეფიციტის გამომწვევი მიზეზია ბოლო ხანებში არსებული შეფერხებები დისტრიბუციაში, რაც თავის მხრივ მიმდინარე სამართლებრივი დავის შედეგია, რომელიც იმედია მალე დასრულდება,"-აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები