06 იანვარი 2026,   22:56
ვრცლად
"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია,"-დავით კირკიტაძის ძმა მის დაკავებაზე საუბრობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის აღკვეთის ღონიძიებაზე მსჯელობს. პროცესზე ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ძმამ განცხადება გააკეთა და პოლიცია წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში დაადანაშაულა.

"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა პოლიციამ, რომ ქულები ჩაეწერათ ხელმძღვანელობის თვალში. ამ ყვრლაფერს პროკურატურა იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. 2012 წლის შემდეგ ჩემზე და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობა პოლიტიკური დევნა მამაჩემის მიმართ აღძრულია საქმე. ჩემი ძმის მიმათ აღძრულია საქმე, ჩემს მიმართ ორი საქმეა აღძრული დაკითხული ვარ სხვადსხვა საქმეზე 6-ჯერ. ამ ხნის განმავლობაში 3-ჯერ გადავკვეთე საზღვარი და სამივეჯერ დავბრუნდი. ახლა მესამე საქმე არის ეს და ალბათ მიაღწევენ შედეგს,"-აცხადებს ირაკლი კირკიტაძე.

კირკიტაძის ადვოკატის თქმით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს, პროკურატურა კი ბრალდებულისთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით მან დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობა დაუზიანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 
დღის ამბები