08 იანვარი 2026,   02:24
ვრცლად
ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში ქართველები მოკლეს

ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში 2 ქართველი მოკლეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღით ტყვია თავში აქვთ მოხვედრილი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.  

როგორც ცნობილია ბინაში სადაც შემთხვევა მოხდა კიდევ 3 ქართველი იმყოფებოდა, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს და ამ დროისთვის სამივე მთაგანი დაკავებულია.

ტერასაში მოკლული პირები 31 და 46 წლის მამაკაცები არიან.

სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ, რომელმაც მიმალვა მოახერხა.  

დღის ამბები