08 იანვარი 2026,   05:12
ვრცლად
რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე აბონენტი - ენერგეტიკის მინისტრი

მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრმა ბოლო პერიოდში უამინდობის გამო ელექტრომომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე განმარტებები გააკეთა.

კახა კალაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები იყო. მისივე თქმით, სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია.

"ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 80 აბონენტი ცაგერის რაიონში, ამბროლაურში კი 12 აბონენტი," -აღნიშნა კახა კალაძემ. 

ენერგეტიკის მინისტრმა ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.  

დღის ამბები