უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სატელეფონო საუბრისას, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. "სატელეფონო საუბრისას მიღწეული იქნა ურთიერთგაგება იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.