13 იანვარი 2026,   04:55
ვრცლად
"კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა," - უსუფაშვილის მესიჯი ნიდერლანდში

ნიდერლანდში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  "ჩვენს მეგობრებს აქვთ კითხვები, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ყველამ, ვისაც კი შევხვდით, დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით."

ამის შესახებ განცხადება დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდში გამართული შეხვედრების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კარგია, თუმცა უკეთესი იქნება, ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ნახსენები და არა კითხვებში. 

მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს აქვთ კითხვები და ძალიან სასიამოვნოა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

"ყველამ, ვისაც კი შევხვდით, დეტალურად იცოდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით. ეს კარგია, თუმცა, უკეთესი იქნება, რომ ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ხოლმე ნახსენები და არა კითხვებში, რომ რა ხდება, რატომ მოხდა და ასე შემდეგ. მე, ცხადია, კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა. ანუ შეიცვალნენ ადამიანები, ხელმძღვანელები და არა ქვეყნის პოლიტიკა. თუმცა ის ხალხი, ვინც შეიცვალა და ვინც დღემდე მუშაობდა ამ მიმართულებით, არის სერიოზული დანაკლისი ჩვენთვის და ამას კომპენსირება სჭირდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები