09 იანვარი 2026,   12:18
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით თურქეთში დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არ არიან

თურქეთში დაკავებული პირები, რომლებიც მხატვარ ვან დეიკის ტილოს არალეგალურად გაყიდვას ცდილობდნენ ქართველები არ არიან. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2-ს შსს-მ მიაწოდა.

უწყების ცნობით თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქული მედიით გავრცელდა ინფორმაცია 2 ბიზნესმენის დაკავების შესახებ, რომლებიც 14 მილიონ დოლარად შეფასებულ ვან დეიკის ტილოს უკანონოდ გაყიდვას ცდილობდნენ. 

ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ტილო ევროპიდან საქართველოში მოხვდა, საიდანაც თურქეთში კონტრაბანდულად გადაიტანეს და ბიზნესმენები, რომლებიც მის გაყიდვას ცდილობდნენ სავარაუდოდ ქართველები იყვნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები