09 იანვარი 2026,   13:12
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო. პრეზიდენტმა დღევანდელ ტერაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მტკიცედ ვგმობ, დღეს, სტამბულის ცენტრში, ტურისტულ რაიონში, სულთანმეჰმეთის მოედანზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელმაც უდანაშაულოთა სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

"საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.“ 

დღის ამბები