ვის დარჩება საბოლოოდ ე. წ. გასაღები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და რომელ პროექტს დაამტკიცებენ კანონმდებლები? დღეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღების საკითხის განხილვა იწყება და პარლამენტში უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტზე იმსჯელებენ. დოკუმენტის ავტორები ეკა ბესესლია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან. კანონპროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს, რომლიდანაც ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება. კანონპროექტის წარდგენის ვადა ხვალ იწურება და სწორედ ამიტომ, როგორც დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, კანონპროექტი მათ უმოკლეს ვადაში მოამზადეს. პროექტის ამ ვარიანტს არ ეთახმება დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკაშირებული კანონის ავტორია. დეპუტატისთვის მიუღებელია, რომ ეგრეთ წოდებული გასაღები შსს-ს ჰქონდეს.