15 იანვარი 2026,   08:12
ვრცლად
კაბელების საქმე - პარლამენტში დღეს ნდობის ჯგუფი შეიკრიბება

დღეს პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართება. დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას მოისმენენ და ე.წ. კაბელების საქმესაც განიხილავენ. მასალები 2011, 2012 და 2013 წლების პერიოდებს მოიცავს. ასევე იმსჯელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ფინანსურ ანგარიშებზე. შეხვედრას მხოლოდ ნდობის ჯგუფის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და აუდიტის სამსახურის წარმმომადგენლები დაესწრებიან. ნდობის ჯგუფის სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.

დღის ამბები