16 იანვარი 2026,   04:38
ვრცლად
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დასკვნას მესამე სექტორი აფასებს

„ეს არის საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ მოწოდება სახელმწიფოს მიმართ, რომ ეს სისტემური პრობლემური საკითხები იქნეს გამოსწორებული,“ - ასე აფასებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დასკვნას საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროექტის მენეჯერი გიორგი გვილავა ამბობს, რომ კითხვები სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებული პროცესების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია. ასევე კითხვები არ მოხსნილა რუსთავი 2-ის საქმეზე.

სახალხო დამცველი კი მისთვის მეტი უფლებების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. განცხადება ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ გააკეთა.

„გადაუდებლად აუცილებელია, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, იმგვარად რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს უფრო მეტი ქმედითი და ეფექტური მექანიზმი რათა შეძლოს დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა,“ - განაცხადა პაატა ბელთაძემ.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენ. დოკუმენტის თანახმად საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სასამართლო სისტემის შეცვლაში, მაგრამ არსებული სტრუქტურული პრობლემები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს.

დღის ამბები