ქართული ოცნების საახალწლო შეკრება საგურამოში დასრულებულია. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კოალიციის წევრებმა ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს, შეხვედრა კი საკუთარი სახსრებით დააფინანსეს.
"უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საგურამოში გამართულ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან და კოალიციის სხვა წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.