09 იანვარი 2026,   04:08
ვრცლად
თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ლილუაშვილს დღეს საკრებულო რამდენიმე საათის მანძილზე უსმენდა.

თბილისის ახალ მერს 36-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 4 კი წინააღმდეგი იყო. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც მერის მოადგილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, საკუთარ გადაწყვეტილებას ლილუაშვილის ახლო ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ პროექტ პანორამა თბილისის კოორდინატორობას უკავშირებენ.

ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდი თბილისის მერის ახალ მოადგილეს დადებითად აფასებენ და მას პროფესიონალს უწოდებენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრი დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ლილუაშვილის ხელმძღვანელობით ბევრი პროექტის განხორციელება მოხდება. 

დღის ამბები