თბილისში, სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე 40 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სამტრედიის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან მამაკაცი სანადირო თოფით არის მოკლული.
გარდაცვლილი სამტრედიის ქუჩაზე არ ცხოვრობდა. სავარაუდო ვერსიით, ქმარმა მეუღლესა და მის მეგობარს ნაქირავებ ბინაში შეუსწრო.
შსს-მ მომხდარზე 108-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე ცნობილია, რომ დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება.