სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს საქართველო მასპინძლობს. ფორუმი ეროვნული ბანკის და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება.
ასეთი ტიპის ფორუმი კავკასიაში პირველად ტარდება და მისი ძირითადი მიზანია ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური სფეროს ექსპერტებს შორის. ფორუმი სამი დღე გაგრძელდება.