საქართველოს პრემეირმინისტრი მზად არის პარლამენტში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას დაესწროს. განცხადება ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
"წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ და პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დაპირისპირება უნდა დასრულდეს,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ დასწრებია, რაც პოლიტიკური კამათის საგანიც გახდა.