08 იანვარი 2026,   02:20
ვრცლად
მკვლელობაში ბრალდებული კუჭავას მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს

პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული კუჭავას მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი2-ს კუჭავებმა დაუდასტურეს. 

ჩვენი ინფორმაციით, მარინა ნიკოლოზაშვილი თბილისის პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული. ინფორმაცია ნიკოლოზაშვილს გამომძიებლებმა ტელეფონით მიაწოდეს. 

თბილისის პროკურატურაში ნიკოლოზაშვილს 14 საათისთვის ელოდებიან. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები