აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უელსში, ნატო-ს სამიტს დაესწრება. ობამა უელსის ქალაქ ნიუპორტში დღეს საღამოს ესტონეთიდან გაემგზავრება. აშშ-ის პრეზიდენტი ესტონეთში დღეს დილით ჩავიდა, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი უელსში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. სამიტს ექვსი ქვეყნის ლიდერი და 4 ათასამდე დელეგაცია დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტზე ბარაკ ობამა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება. უელსში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია. დელეგაციას ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.