09 იანვარი 2026,   13:11
ვრცლად
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.51 ლარს მიაღწია

ლარის გაუფასურება აისახა კომერციულ ბანკებზეც, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.51 ლარს აღწევს.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.5100 ლარად ყიდის, 2.5040 ღირს დოლარი პროკრედიტ ბანკში, ხოლო TBC ბანკში მისი შეძენა 2.5130 ლარად არის შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ფასი ხვალინდელი დღისთვის 2.4694 ლარი იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები