06 იანვარი 2026,   21:30
ვრცლად
პროკურატურა ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დადგენაზე მუშაობს - ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურატურა ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დადგენაზე მუშაობს.

ამის შესახებ განცხადება ქირიას დაკრძალვაზე მყოფმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, "ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა ეს მკვლელობა".

"ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ თანამშრომელი დავკარგეთ, რისთვისაც ვუსამძიმრებ მთლიანად უწყებას და ოჯახს. რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები