შსს-ს მონაცემებით, ოქტომბერში დანაშაული, წინა 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით, 18%-ით შემცირდა.
ოქტომბრის და 2014 წლის ათი თვის დანაშაულის სტატისტიკა შსს-მ გამოაქვეყნა.
შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის ოქტომბრში რეგისტრირებულია 2283 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1555. დანაშაულის გახსნის პროცენტია 68,11%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 17,94 %.
მიმდინარე წლის ათი თვის მაჩვენებელი კი ასეთია: ამ პერიოდში რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 14369. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა 16,67 %".