საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესები 2014 წელს აღარ გაიმართება.
ამის შესახებ "რუსთავი2-ს" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ განუცხადა.
კახიძის თქმით, სხდომების მომავალ წლამდე გადადების ინიციატივით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის დრო ითხოვა.
სისხლის სამართლის სამივე საქმეზე, რომელიც ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ არის აღძრული, სასამართლო სხდომები 2015 წლის იანვრიდან განახლდება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 საქმეზე მიმდინარეობს. ესენია: 7 ნოემბერის საქმე; საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საქმე და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე.