05 იანვარი 2026,   08:51
ვრცლად
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.545 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღეს კომერციულ ბანკებში ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაფიქსირდა. საქართველოს ბანკში ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარი და 545 თეთრია, თიბისი ბანკში კი 2.543. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ გაცვლით კურსს დღეს ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად 17:00 სააათზე დაადგენს.

ამ დროსათვის ლარის ოფიციალური გაცვლით კურსი დოლართან მიმართებაში 2.4923 ლარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები