ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ლარი გუშინდელთან შედარებით კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4984 ლარი გახდა. გუშინ ეს მაჩვენებელი 2.4923 იყო.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი გაცილებით მაღალია. 1 აშშ დოლარი 2.54 ლარს აღწევს.
1 იანვრიდან დღემდე რეზერვიდან უკვე 60 მილიონი აშშ დოლარია გაყიდული. 1 იანვარს 1 აშშ დოლარი 2.3966 ლარი ღირდა, დღეს 1 აშშ დოლარი 2.4984 ლარია. ანუ, მიუხედავად ამ 60 - მილიონიანი ინტერვენციისა, ლარი დოლართან მიმართებაში 26 დღეში 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა.