15 იანვარი 2026,   14:25
ვრცლად
„ჩემი შემცვლელი ჩემი მინისტრობის დროს უკვე შერჩეული იყო,“ - ირაკლი ალასანია

„ჩემი შემცვლელი ჩემი მინისტრობის დროს უკვე შერჩეული იყო,“ - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რადიო "თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის უწყებასთან დაკავშირებული საქმეების გააქტიურება წინასწარ იყო დაგეგმილი და პოლიტიკურად მოტივირებული.

"მთელი ეს კამპანია არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ დაისვაროს შესაძლო და პოტენციური პოლიტიკური კონკურენტი მომავალი არჩევნების პერიოდში. მათ იცოდნენ, რომ მე ვაპირებდი ყრილობის ჩატარებას. მგონია, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ისევე, როგორც შერჩეული იყო კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, რადგან იმ წამსვე მოხდა ახალი კანდიდატურის დასახელება," - განაცხადა ალასანიამ. 

დღის ამბები