საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.
„მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. ეროვნული უშიშროების საბჭო ნატოს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე გაიმართება”, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში