08 იანვარი 2026,   02:43
ვრცლად
მთავრობა ევროკავშირითან თანამშრომლობის შესახებ საზგოადოების ინფორმირებას გეგმავს

ევროკავშირითან თანამშრომლობის შესახებ საზგოადოების ინფორმირებისთვის საქართველოს მთავრობა კამპანიის დაწყებას გეგმავს. განცხადება დღეს პრემიერმინისტრმა გააკეთა. დავით ბაქრაძის განამრტებით, სუაბარია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე დახმარების პროგრამების შესახებ.  

“ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით რათა ის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების, პროგრამები რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულებით, საკანონმდებლო რეფორმების მიმართულებით და სხვა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით დიდი მნიშვნელობა აქვს  საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.

 

დღის ამბები