უშიშროების საბჭოს დაგეგმილი სხოდმის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. პრეზიდენტმა მუდმივმოქმედი წევრები მოიწვია. გიორგი მარგველაშვილის ადმინსიტრაციის ინფორმაციით, თარიღი მთავრობასა და პარლამეტნთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ორ დღეში უშიშროების საბჭო ავლაბრის რეზიდენციაში შეიკრიბება და ვარშავის სამიტსა და საერთაშროსიო მისიებში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობაზე იმსჯელებს.
„დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა-პირველი, ეს არის მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. მეორე თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეიარაღებული ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა, მოწვეულია უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა ახალკაცმა.