09 იანვარი 2026,   04:15
ვრცლად
უცოდინრობა, უხერხემლობა და არაპროფესიონალიზმი - გიგლა ბარამიძე ნუკრი ქანთარიაზე საუბრობს

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარიას მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის გამოუცდელობაზე საუბარს ნინო ბურჯანაძის პარტიაში „უცოდინრობა, უხერხემლობა და არაპროფესიონალიზმი“ უწოდეს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

„უმრავლესობის წარმომადგენლები ვარაუდობენ და ბჭობენ, რომ იქ გაგზავნონ სხვა. რა ქვია ამას? თუ არა უდიდესი უპასუხისმგებლობა იმ საქმისადმი, რომელიც გაბარიათ და რომელიც თქვენ ქართველმა ხალხმა ჩაგაბარათ. ამას ქვია უცოდინრობა, უხერხემლობა და არაპროფესიონალიზმი,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი ნუკრი ქანთარიას მიმართავს, რომ ის ამ საკითხზე დეკემბერში უნდა დაფიქრებულიყო, როდესაც მან ხმა პრემიერ მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას მისცა.

დღის ამბები