„ამ პროცესის დაჩქარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკასთან,“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დე ფაქტო აფხაზეთის მიერ სამეკავშირეო შეთანხმებაზე თანხმობის გამოცხადების ფაქტს.
ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პატარა ბავშვივით ჩავიდა ბრიუსელში და იჩივლა, მაგრამ ვერ გაბედა, რომ პირდაპირ დალაპარაკებოდა რუსეთის და სოხუმის ხელისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ვარიანტს მხარი დაუჭირა.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კაბინეტმა რაულ ხაჯიმბას რეკომენდაციით მიმართოს, რათა მან დოკუმენტს ხელი მოაწეროს.