ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ზაზა ხატიაშვილის თქმით, ყანდაშვილის კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, რეპუტაცია და პიროვნული თვისებები სრულად შეესაბამება უსენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსს. თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოში მართლმსაჯულების სისტებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ირაკლი ყანდიაშვილი არის აღმასრელებლი საბჭოს წევრი, ირაკლი ყანდიაშვილი არის ასოცირებული პროფესორი , ირაკლი ყანდიაშვილს მიღებული აქვს სამ ქვეყანაში იურიდიული განათლება. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს დურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული ამერიკაში ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლაში, აქვს გერმანული განათლება და ფლობს 4 უცხო ენას. მე არ მეგულება საქართველოში მეორე ადამიანი ვისაც ექნება ამ ასაკში ამხელა მიღწევები, ამხელა წარმატებები. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინა ვაჩვენოთ, სამოქალაქო საზოგადოებას, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე და რა კრიტერიუმს უნდა პასუხობდეს ის,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.