აფხაზთა უხუცესთა საბჭო შეიკრიბა დე ფაქტო ხელისუფლების შენობასთან და ისინი ხაჯიმბას სთხოვენ, არ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რადგან მათი თქმით, ის არ ითვალისწინებს აფხაზების სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ.
შეგახსენებთ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კაბინეტმა რაულ ხაჯიმბას რეკომენდაციით მიმართოს, რათა მან რუსეთთან სამეკავშირეო დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შეთანხმების აფხაზურ რედაქციას ამზადებს, რათა დოკუმენტი აფხაზეთის ე.წ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.
შეთანხმების პირველივე მუხლში წერია, რომ მხარეები თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის ახალი დონის მისაღწევად აგრძელებენ ორმხრივ ურთიერთობებს.