ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები მათ საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო გრიფის მოხსნაზე გადაწყვეტილებას ელოდებიან. პროკურატურაში გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართვა გაუგზავნა. ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი, მოეხსნება თუ არა ფოტოგრაფების საქმეს გრიფით საიდუმლო. კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით, ფოტოგრაფებმა დღეს საგამოძიებო უწყებაში პასუხი ვერ მიიღეს.
“სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებას ელოდება პროკურატურა და შემდგომში გასაჯაროვდება ყევლაფერი. საქმეში რა დევს და როგორ არის შეკერილი არავინ არაფერი არ ვიცით, რა მტკიცებულებების საფუძველზე რას გვედავებოდა მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინსიტრო,“ - განაცხადა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ.