14 იანვარი 2026,   19:28
ვრცლად
მაია ფანჯიკიძე: ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ "რუსთავი2"- თან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ქართული მხარე მოელის, როგორც კონკრეტული პაკეტის შეთავაზებას, ისე ნატო-ს მხრიდან სერიოზულ მესიჯს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ალიანსს უახლოვდება. "ჩვენ მივემგზავრებით ნატო-ს სამიტზე, რომელიც უელსში ხვალ და ზეგ გაიმართება. დიდი მოლოდინი გვაქვს, ერთი მხრივ, ძალიან კონკრეტული პაკეტის გარდა,  იმედი გვაქვს ძალიან სერიოზული მესიჯის ნატო-ს მხრიდან, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ალიანსს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსში გამთენიისას გაემგზავრა.  საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება. უელსში ნატო-ს სამიტი  4-5 სექტემბერს გაიმართება. 

დღის ამბები