06 იანვარი 2026,   22:23
ვრცლად
ლარი ისევ გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 2.4763 ლარი გახდა

რამდენიმედღიანი შედარებითი სტაბილურობის შემდეგ ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით,  ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4763 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4702 ლარს შეადგენდა. მანამდე სამი დღის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 2.4719 ლარი ღირდა. ლარის გაუფასურების მაქსიმუმმა კი 27-28 იანვარს მიაღწია, როდესაც, ეროვნული ბანკის, მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4985 ლარი ღირდა.     

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან 1 ევრო 2.7009 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.6826 ლარს შეადგენდა. 

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი გაცილებით მაღალია. 

დღის ამბები