ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით. სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი. - ეს განცხადება კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
კუბლაშვილს მიაჩნია. რომ მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა სცენ პატივი და საჯაროდ არ უნდა მოახდინონ მოსამართლის დისკრედიტაცია.
„გრძელდება ზეწოლა უკვე სააპელაციო სასამართლოზე. მოწოდება არის ისეთი, რომ სასამართლოს ეუბნებიან, გაითვალისწინოს რაღაცები და გამოასწოროს ეს ყველაფერი. როცა ამას აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ზეწოლის მცდელობა. როცა ამას აკეთებს ჟურნალისტი ან ადვოკატი, ეს ვერ ჩაითვლება ზეწოლის მცდელობად და აღიქმება ჩვეულებრივ კრიტიკად,“- აცხადებს კუბლაშვილი.