გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ სმარტის დაცვის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია სმარტის დაცვის ორი თანამშრომელი. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 239-ე ხულიგნობის მუხლით დაიწყო.