08 იანვარი 2026,   02:01
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ ბადიაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას  5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ოპელის მარკის ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანში მყოფი 4 ადამიანი გარდაიცვალა, მეორეში კი 1 დაიღუპა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ინფორმაციას რუსთავი 2-თან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძვრა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის გარდაცვალება. 

დღის ამბები