ციხისძირში გუშინ განვითარებული მოვლენებისა და დღევანდელი საპროტესტო აქციის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ნაციონალურიმოძრაობის დეპუტაციასთან შეხვედრაზე მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ნაციონალური მოძრაობიდან აცნობეს.
დღეს საღამოს უმაღლესი საბჭოს წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი პარმენ ჯალაღონია დაუკავშირდა და არჩილ ხაბაძესთან შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრა ხვალ 15:00 საათზეა დაგეგმილი.