"კურიერში" გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნადირაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას ჩართვისას ფაქტობრივი შეცდომა მოუვიდა და ზედელაშვილის ხელფასი მის ცოლს მიაწერა. ის მაყურებელს შცდომისთვის ბოდიშხ უხდის.
"დღეს მქონდა პირდაპირი ჩართვა "რუსთავი2"-ში. საუბრის დროს დავუშვი შეცდომა და არასწორი ინფორმაცია მივაწოდე ტელემაყურებელს, რისთვისაც თითოულ თქვენგანს გიხდით ბოდიშს.
"მე ვსაუბრობდი შს მინისტრის მოადგილის, ზედელაშვილის მეუღლის, ნატო ჩიქოვანის ხელფასზე. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. რიცხვები, რომელიც გავასაჯაროვე, თავად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის შემოსავალია," - წერს ნადირაშვილი.
ის ასევე აქვეყნებს თვეების მიხედვით გაწერილ ცხრილს, მინისტრის მიადგილის ხელფასის შესახებ.
2013 წელი - პრილი 7775 ლარი; მაისი - 7775; ივნისი - 7775; ივლისი - 7775; აგვისტო - 9025; სექტემბერი - 9025; ოქტომბერი - 9025; ნოემბერი - 9025; დეკემბერი - 17 330.
2014 წელი - იანვარი 21 178 ლარი; თებერვალი - 14 829; მარტი -14829; პრილი - 14 829; მაისი - 36 763; ივნისი -12 157; ივლისი - 12 160; აგვისტო -12 160; სექტემბერი - 12 160.