14 იანვარი 2026,   09:49
ვრცლად
2008 წლის ომი და უკრაინის მოვლენები რუსეთის სცენარის ნაწილია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონში ვიზიტისას ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) გადაცემა ჰარდთოქს მისცა ინტერვიუ. მან უელსის სამიტის წინ ნატო საქართველოს ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა. მარგველაშვილმა რუსეთის ქმედებებიც შეაფასა.

ჟურნალისტი ზეინაბ ბადავი დაინტერესდა პრეზიდენტის ხედვით უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. მარგველაშვილის თქმით, კრიზისის გადაჭრის გზად არ უნდა განიხილებოდეს კონფრონტაცია, ნატომ კი უნდა გაიაზროს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს პრობლემა და კონფლიქტი ევროპის სტაბილურობას აზარალებს. ჟურნალისტი ასევე დაინტერედა, რა საერთოს ხედავს უკრაინის მოვლენებსა და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს შორის, როცა ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს დასკვნა არ იყო ვერდიქტი და მხოლოდ დეტალებს აღწერდა.

„მოვლენები 2008 წელს საქართველოში, როცა ჩვენთან მოხდა რუსეტის ოკუპაცია, და ის მოვლენები რომლებიც ახლა ვითარდება, ერთი სცენარის ნაწილია, რომლის შესახებაც საუბრობს უკრაინა, საქართველო და სხვა ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა რუსეთის მეზობლად. ნატოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონეს ამ საკითხებტან. მე არ ვგულისხმობ სამხედრო მიდგომას”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მარგველაშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებაც ჰკითხა. მან მარგველაშვილს საქართველოს მთავრობის მისამართით მსოფლიოს ლიდერების კრიტიკაზე პასუხის გაცემა სთხოვა. ზოგიერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არ უნდა იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

„ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ იმას რასაც მსოფლიოში ამბობენ ამ საკითხზე. მეტი მონაწილეობა და კომენტარები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და პატივსაცემი პოლიტიკოსებისგან არის ის, რასაც მოველით. პოლიტიკური ვერდიქტი სააკაშვილის წინააღმდეგ იყო არჩევნები, რომლის საშუალებითაც მას ჩამოერთვა მმართველობა. პოლიტკური ვენდეტა ამ არჩევნებზე დამთავრდა. დემოკრატიული საზოგადოება ვერ აიტანს სასამართლოებში პოლიტიკურ შურისძიებას. სასამართლოს აქვს არა პოლიტიკასთან, არამედ კრიმინალთან დაკავშირებული კითხვები. ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას და ინსტიტუტებს, ვალდებულია პასუხი გასცეს ამ კითხვებზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები