08 იანვარი 2026,   01:56
ვრცლად
მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა.

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

კონტრ-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში.

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) დაათვალიერებინა და საფლაგმანო ხომალდზე ჰასან ფაშა უმასპინძლა.

SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები