დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო ხვალ სტუმრებს ფოტო-გამოფენაზე ეპატიჟება. ექსპოზიციასთან ერთად კი ვიზიტორებს ინტერნეტ სივრცეშიც ელოდებიან. გალერეაში ისეთი ფოტოებიც იქნება, რომელთაც ერთმანეთთან ფოტოგრაფის გარდაა არაფერი აკავშირებთ.
სააგენტოს Kontakt photos სხვადასხვა სტილის, ხელწერისა და ინტერესების ფოტოგრაფებს აერთიანებს, ის 2015 წელს დაარსდა. ფოტოსააგენტოს ვებგვერდი kontaktphotos.com კი ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით შეიქმნა. დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილია. სააგენტოს მიზანია ხელშემწყობი პლატფორმა ფოტოგრაფებისთვის საქმიანობის ყველა ეტაპზე, ხანგრძლივ პროექტებსა და მულტიმედიაზე მუშაობისას.
ავტორი: მაია ლომიძე