საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძლებმა, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ანგარიშით 35:24 დაამარცხეს.
იაპონია მსოფლიო რეიტინგში მე-9-ე ადგილზეა.
იაპონიასთან მატჩი ქართველი მორაგბეებისთვის ნოემბერში ბოლო ტესტმატჩია. შეგახსენებთ, რომ საქართველომ მე-5-ე ადგილზე მყოფ ირლანდიასთან და მე-12-ე ადგილზე მყოფ ტონგასთან ტესტმატჩები დათმო.