13 იანვარი 2026,   08:09
ვრცლად
მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიმართლის თაობა“ თბილისის მერიასა და საკრებულოს თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერიის ორ ყოფილ თანამშრომელთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან გახელაძე ამბობს, რომ თანამშრომლებს იურიდიულად აბსოლუტურად გაუმართავი საფუძვლით და აბსურდული მიზეზებით ათავისუფლებენ.

ამჟამად მერიიდან მსგავსი მიზეზებით 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათმა ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა.

„გადაწყვეტილება გასაჩივრებული მაქვს. 20 ოქტომბერს არის დანიშნული სასამართლო და დარწმუნებული ვარ, დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ეს უნდა იყოს ერთგვარი პრევენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან თბილისის მერიაში თბილისელებს,“ - განაცხადა მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები