14 იანვარი 2026,   05:40
ვრცლად
„თავისუფალი თაობის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობის მუხლით არიან დაკავებული

„თავისუფალი თაობის“ 2 წევრი ვახტანგ მითაიშვილი და თორნიკე შენგელია ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. ისინი სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მას შემდეგ დააკავეს, რაც ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ოფისს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს და შენობაში დამჭკნარი ვარდების შეტანის მიზნით შეჭრა სცადეს.

დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებიან. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლის ლადო სადღობელაშვილის თქმით, მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლითაა აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები