ყაჩაღობა ზუგდიდში. სამმა შეიარებულმა პირმა რუსთაველის გამზირზე მცხოვრები ახალაიების ოჯახი გაძარცვა. როგორც შემთხვევის ადგილიდან „კურიერის“ კორესპონდენტი იუწყება, ნაცემია ოჯახის უფროსი, 65 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდში ვალუტის გადასახურდავებელი ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონეა. როლანდ ახალაიასთან ერთად, ბოროტმოქმედები მისი ოჯახის წევრებსაც გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი ხვალ თბილისში სამკურნალოდ მოდიოდა და სახლში რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა, რაც მძარცველებისთვის ცნობილი იყო. ყაჩაღობა სამეგრელოში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.