15 იანვარი 2026,   03:29
ვრცლად
მოსკოვი სოხუმთან დღეს მოკავშირეობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებს

რუსეთი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ხელშეკრულებას აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ვლადიმერ პუტინი სოჭში მოაწერენ ხელს. დოკუმენტი საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ის 10-თ წლიანი ვადით გაფორმდება, თუმცა შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს. ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე შეთანხმების საბოლოო პროეტი რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობებმა დაამტკიცეს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით სოხუმში კამათი ამ დრომდე არ წყდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები