პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავა. 1961 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი თამარაშვილის ქუჩაზე აიყვანეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ტე-ტე-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლ საწინააღგმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.